სანქციები უკრაინიდან და მოსალოდნელი სანქციები დასავლეთიდან - მაკფოლი ახალ სიას აანონსებს

გამოქვეყნდა:

ბრძანებულება პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია, უკრაინამ თამაზ გაიაშვილი და საქართველოს ავიახაზები ოფიციალურად შეიყვანა სანქცირებულთა სიაში.  ერთადერთი ქართლი ავიაკომპანია რომელიც რუსეთში ფრენებს ახორციელებს ახლა  ხელისუფლების საჯარო მხარდაჭერას და გარანტიებს ითხოვს. 

ოფიციალური კიევის ხისტ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდის პასუხი უკვე მოყვა, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლი აცხადებს რომ მზადდება დასასანქცირებელ პირთა ახალი სია, სადაც  ქართული კომპანიებთან ერთად ბიზნესმენები და შესაძლოა მაღალჩინოსნებიც აღმოჩნდნენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი