ტენდერები დაფინანსების სანაცვლოდ - ვინ რამდენს ურიცხავს "ოცნებას"?

გამოქვეყნდა:

ხშირად უხარისხო და სიცოცხლისთვის სახიფათო პროექტები იმ ტენდერების შედეგია, რომელსაც ხელისუფლება თავის შემომწირველებს აგებინებს. სახელმწიფო შესყიდვების ათეულობით შემთხვევაა, სადაც სწორედ შესაძლოა კორუფციული გარიგება და ნეპოტიზმი იკვეთებოდეს. ამ წლების განმავლობაში ათეულობით ტენდერი ჩაიშალა, შავ სიაშიც არაერთი კომპანია მოხვდა, მაგრამ მათ მიერ დახარჯული მილიონობით სახელმწიფო თანხის და სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო, პასუხი არავის უგია. ამ საქმეებით კი პროკურატურა არ ინტერესდება. ვინ არიან შემომწირველები ვინც ტენდერებს იგებენ და რატომ არის ,,ქართული ოცნების'' პარტიულ ანგარიშზე სხვადასხვა დროს, თუმცა ერთი და იგივე დღეს ჩარიცხული ერთი და იგივე ოდენობის ათასობით ლარი. მათი მეშვეობით კი მმართველი პარტიის ბიუჯეტი ივსება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი