ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ძებნილი "კანონიერი ქურდი" გადასცა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთმა სომხეთს საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს და წერს, რომ პირი სომხეთის მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაშია ბრალდებული და ძებნილი.

არსებული ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქე ვ.ა.-მ 2016 წლის 26 მარტს, ერევნის ერთ-ერთ რესტორანში, ადამიანთა ჯგუფთან შეთანხმებით, "კანონიერ ქურდად" წარდგენით, ერთ-ერთი მოქალაქისგან, ოჯახის წევრებზე ძალადობის მუქარით, 20 ათასი დოლარი მოითხოვა, მას შემდეგ კი რაც შეიტყო, რომ დაზარალებული რესტორანში Range Rover Sport-ის მანქანით მივიდა, მისგან მანქანაც მოითხოვა და გასაღები წაართვა.

ე.წ "კანონიერი ქურდის"  წინააღმდეგ სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლომ დააკმაყოფილა ვ.ა.-ს დაკავების მოთხოვნა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთ თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი