ღარიბაშვილი საკუთარ თავს ქრისტიანული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, თუმცა ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის არაფერს ნიშნავს - ლექსმანი

გამოქვეყნდა:

დღევანდელი სასამართლო პროცესიდან, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ეხმაურება და ტვიტერზე წერს, რომ ღარიბაშვილს თავი "ქრისტიანული ფასეულობების დამცველად" მოაქვს, თუმცა  ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის არაფერს ნიშნავს:

"საშინელებაა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამ ფოტოების ნახვა. პრემიერი ღარიბაშვილი დაკავებულია საკუთარი თავის ქრისტიანული ფასეულობების დამცველად წარმოჩენით, თუმცა ადამიანური ღირსების დაცვა მისთვის ცხადია არაფერს ნიშნავს.

სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს" წერს ლექსმანი.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

ყველაზე მწვავე იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უპრეცედენტო და უკიდურესი დიპლომატიური გადაწყვეტილება მიიღო და 48 საათის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი