ქარელის საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეს 5 მოადგილე ჰყავს

გამოქვეყნდა:

ქარელის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს 5 მოადგილე ჰყავს , - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს .

2023 წელს მიღებული დადგენილებით, ცნობილია, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასებზე ყოველთვიურად 9 680 ლარი იხარჯება. 

გამოცემის ცნობით, ზაზა დაბრუნდაშვილი, მამუკა კოკოზაშვილი, ზურაბ ახმედოვი, შოთა ბერუაშვილი და გელა ჭყოიძე ყოველთვიურად, ხელფასის სახით, ბიუჯეტიდან 1 936 ლარს იღებენ.  რაც შეეხება ფრაქციის "თავმდჯომარეს", ყარამან როინაშვილის თვიური ანაზღაურება 2 420 ლარია. 

ჯამში ქარელის ბიუჯეტს ფრაქცია “ქართული ოცნების” შენახვა თვეში 12 100 ლარი უჯდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი