"სრული სირცხვილი" - ლუკ კოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობაზე

გამოქვეყნდა:

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტს აზიარებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით წერს, რომ "სააკაშვილის მიმართ მოპყრობა სრული სირცხვილია".

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

ყველაზე მწვავე იყო უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უპრეცედენტო და უკიდურესი დიპლომატიური გადაწყვეტილება მიიღო და 48 საათის განმავლობაში უკრაინაში საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი