შეუძლებელია EU-ს წარმოდგენა უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის გარეშე - ფონ დერ ლაიენი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით,  უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე ევროკავშირი წარმოუდგენელია.

როგორც მან მადრიდში თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, თითქმის 500 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რომლის დროსაც უკრაინელმა ხალხმა შთამბეჭდავი გამძლეობა გამოიჩინა.

"შეგვიძლია თუ არა, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოვიდგინოთ? და ის, რომ ევროპის ეს ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის გავლენის ქვეშ წარმოვიდგინოთ? ეს შეუძლებელია. ასე რომ, მიმართულება ნათელია" , -განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით,  სწორედ ამიტომ ევროკავშირმა ახლა უნდა დაიწყოს დისკუსია, რომ ეს ქვეყნები გაერთიანების ნაწილი იყოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი