ბრიტანელი ფინანსისტი, მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ ფოტოებს "ტვიტერით" ეხმაურება:
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემზარავი სურათები დღეს სასამართლო სხდომიდან გავრცელდა. ვინც ამბობს, რომ მას ცუდად არ ეპყრობიან, უნდა ნახოს ეს სურათები. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება. ეს კაცი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს" წერს ბროუდერი
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 3 ივლისს ის სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან.