შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაშავებულები 2 და 13 წლის ბავშვები არიან, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სროლა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. სროლასთან დაკავშირებით პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მან თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.