"მე მინდა შეგახსენოთ, რომ თორმეტივე პუნქტის სრულ შესრულებას საერთოდ არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უფრო მეტიც, უკრაინასა და მოლდოვას უკვე მიენიჭათ შარშან ივნისში კანდიდატის სტატუსი, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს, იმ შემთხვევაშიც თქვეს, რომ ანალოგიურად, დაახლოებით 75% არის შეუსრულებლობა, შესაბამისი პუნქტების, თუ ხისტად გავყვებით, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი. როგორც ასეთი, ასეთი მოთხოვნა არც კი დაუყენებია ვინმეს, რომ 100%-ით უნდა შესრულდეს თორმეტივე პრიორიტეტი, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი"
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავას ამისა, მაქსიმალური გააკეთეს 12 პუნქტის შესასრულებლად.