ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და მესამე პრეზიდენტი  გაათავისუფლოს.

"ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს, უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი, ლიდერი, ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის", - თქვა ხაბეიშვილმა. 

მან მოუწოდა მხარდამჭერებს, დღეს, 6 საათიდან მივიდნენ "ვივა მედთან" სადაც გაიმართება აქცია, სახელწოდებით - შეაჩერე რუსული რევანში!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი