მოვითხოვთ, დაუშვან პარლამენტის წევრები მიხეილ სააკაშვილთან - 46 დეპუტატი პაპუაშვილს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა მიეცეთ.

ამის შესახებ განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გარდა დეპუტატებისა, ენმ-ს წევრები მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან ევროპარლამენტარები და უკრაინის სახალხო დამცველი.

"საქართველოს პარლამენტის 46 დეპუტატი დეპუტატი მიმართავს ბატონ პაპუაშვილს და მოითხოვს განმარტოს რატომ იყენებს ბოროტად საკუთარ უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან დეპუტატების დაშვების შესაზღუდად. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა არცერთ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის არცერთ წევრს არ აძლევს უფლებას შალვა პაპუაშვილი, რომ მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

გუშინ გავრცელებულმა კადრება პრინციპში ამ კითხვას გასცა პასუხი, თუ რატომ, იმიტომ რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მათ სურთ, რომ დაიმალოს სიმართლე, იზოლაციაში ამყოფონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ისევე როგორც ევროპარლამენტარებზე და უკრაინის სახალხო დამცველზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ მოინახულონ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მსოფლიომ იცოდეს პრეზიდენტი სააკაშვილის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დღეს გვინდა ვთხოვოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, რომ შეძრწუნებულები არიან, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვნახეთ ჩვენ გუშინ გამოხმაურებები, პრეზიდენტის ამგვარი მდგომარეობით, რომ შემოგვიერთდნენ დღეს ვივამედთან აქციაზე, საღამოს 19:00 საათზე", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, 3  ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი