"გაგცემთ ძველბიჭობაზე პასუხს" - პარლამენტში სხდომაზე სარჯველაძე და ხვიჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაპირისპირების საგანი სამხედრო რეფორმა გახდა. 

როგორც იაგო ხვიჩიამ სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ სარჯველაძე კანონთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას არ აძლევდა.

"მე პარლამენტის წევრი ვარ და კანონის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება მაქვს...თქვენ აქ ძველი ბიჭი ხომ არ ხართ, კომიტეტის თავმჯდომარე ხართ", - უთხრა ხვიჩიამ სარჯველაძეს.

ამის შემდეგ სარჯველაძემ შესვენება გამოაცხადა და თქვა:

"შესვენება გამოცხადდეს 1 წუთით და გაგცემთ ძველბიჭობაზე პასუხს", - უპასუხა სარჯველაძემ ხვიჩიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი