მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა- კალაძე უკრაინაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებას გულდასაწყვეტს უწოდებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ და ამ ურთიერთობას "ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის".

"ზოგადად მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა. გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის ვერცერთი პოლიტიკოსი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს", - თქვა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, 3  ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი