ქართველებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება არჩევნებზე, "ოცნების" დარჩენა პრობლემებს შექმნის EU-ს გზაზე - არახამია

გამოქვეყნდა:

​"მე მგონია, რომ ქართველებმა უნდა მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილება არჩევნებზე, რომელიც მოდის. აუცილებლად უნდა შეცვალონ ხელისუფლება და ეს უკვე შეცვლის რადიკალურად სიტუაციას. იმიტომ, რომ მთელი დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, თავისთავად ცხადია, რომ იძლევა გარკვეულ იმედს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. წარმოდგენა არ მაქვს ასეთ წინააღმდეგობას რატომ უწევს საქართველოს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენი მხრიდან ისმის. ამიტომ, მათი დარჩენა ხელისუფლებაში თავისთავად ცხადია, რომ შექმნის პრობლემებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი ომი თავისთავად ცხადია, რომ წარმატებით დამთავრდება. რუსეთს არ ექნება დიდი არჩევანი იმისა, რომ გააგრძელოს იგივე პოლიტიკა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ვიცით, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსია და ესეც მოსაგვარებელია. ეს უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ საქართველოში."

[სინქრონული თარგმანი]

განაცხადა უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, "მთავარ არხთან" ინტერვიუში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი