იტალიამ რუს ოლიგარქებს 2,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა , - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"გასულ წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ იტალიამ გაყინა რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით ორი მილიარდი ევროა" – განაცხადა იტალიის ცენტრალურმა ბანკმა
როგორც მედია წერს, იტალიამ ოლიგარქებს ჩამოართვა აქტივები, მათ შორის, საბანკო ანგარიშები, ძვირადღირებული ვილები, იახტები და მანქანები, როგორც ევროკავშირის სანქციების ნაწილი კრემლისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ.