
მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის გადასაწყვეტი და რაც უფრო სწრაფად იფიქრებს ამ საკითხის გადაწყვეტაზე ბიძინა ივანიშვილი, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის არამედ ამ ქვეყნისთვის და პერსონალურად მისთვის - განახადა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ნიკა გვარამიას თქმით, ის რასაც ახლა უკრაინა აკეთებს ბუნებრივია, რადგან თავმოყვარე სახელმწიფო თავისი მოქალაქის მიმართ მსგავსს ქმედებებს არ დაუშვებს.
"უნდა გვესმოდეს, რომ ეს ასე ვერ გაგრძელდება. ეს საკითხი არის გადასაწყვეტი და რაც უფრო სწრაფად იფიქრებს ამ საკითხის გადაწყვეტაზე ბიძინა ივანიშვილი სწრაფად და დადებითად, ერთადერთი გადაწყვეტა ამ საკითხს აქვს დადებითი მხოლოდ, მით უკეთესია არა მიხეილ სააკაშვილისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის და მისთვის პერსონალურად რაც მთავარია. ჩვენ ვხედავთ ახლა რაც ხდება უკრაინაში, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია, ახლა მათი მოქალაქე პირდაპირ ეთერში განლევა აქვს ადამიანს, არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო და უკრაინის თავმოყვარეობაზე თუ ვინმეს შეკითხვა ჰქონდა ახლა ვხედავთ ყველანი, არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო თავისი მოქალაქის მიმართ ამას არ დაუშვებს" - ამბობს ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია საუბრობს მესამე პრეზიდენტის სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზეც და ამბობს, რომ ეს სარჩელი არ უნდა გაგზავნილიყო და ნავალნის საქმის გამოყენება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რელევანტური არ იყო.
"ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა. ეს ჩემი მოსაზრებაა ევროსასამართლომ რაც თქვა. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმედ ავად. ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, რომ იგი არ მოკვდეს და ეს იყო ძალიან პროგნოზირებადი, რომ ასეთი იქნებოდა ევროსასამართლოს პასუხი.
ევროსასამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში მას პრაქტიკულად უნდა დამდგარიყო ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ასეთი საკითხის დაყენებისთვის ჯერჯერობით მზად არ არის ევროსტრუქტურები და თუ ასე გააგრძელა "ქართულმა ოცნებამ" კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ეს მიმართვა იყო შეცდომა, რადგან ნავალნის პრეცედენტი არ არის სიმეტრიული პრეცედენტი იმიტომ, რომ ნავალნისთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არ ვიცით რა სჭირს და კვდება.
საქართველოს ხელისუფლება ამას არ ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცით რა სჭრის და ვიცით, რომ არ მოკვდება. აი ეს იყო განსხვავება, ამიტომ ამაზე ღირდა დაფიქრება 100-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დაფიქრება და ეს არ უნდა გაკეთებინათ იმ მარტივი მიზეზით, რომ იყო პროპაგანდისთვის საჩუქარი" - ამბობს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
იხილეთ ასევე: