რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 17 ივლისის შემდეგ, მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს.
უწყების ცნობით, რუსეთი "ძალისხმევას არ აკლებს", რომ შეთანხმებით გათვალისწინებულმა ყველა გემმა ამ თარიღამდე დატოვოს შავი ზღვა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში რუსეთმა და უკრაინამ თურქეთის შუამავლობით, ცალ-ცალკე გააფორმეს შეთანხმებები გაეროსთან, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის აღდგენას შავი ზღვის გავლით.