ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, უნდა შესრულდეს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას - ამბობს ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდე და აცხადებს, რომ ყველამ უნდა ვიფიქროთ უკრაინასთან მომავალა გეგმებზ, მას შემდეგ რაც ის გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან, ელჩისთვის ქვეყნის დატოვების მოთხოვნის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და არაა გამორიცხული უფრო მძიმე გაგრძელება მოჰყვეს:

"უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დღეს არის სამყაროს მორალური ლიდერი, ასეთი თხოვნით რომ გამოდის, თხოვნა უნდა შესრულდეს. ყველამ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი საკუთარ მოქალაქესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რაღაცას სთხოვს ან ეუბნება, დასრულებული არ ექნებოდა ის ციტატა, რომ შესრულებული ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას, სამარცხვინოდ ამას გააკეთებდა. 

გაიხსენეთ უახლოეს წარსულში რა ხდებოდა. იგივე გიორგი გაბუნიას განცხადებებთან დაკავშირებით, საჩვენებელი დასჯა რომ მოაწყვეს, ყველაზე მეტად იაქტიურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საჩვენებელი დასჯა რომ მოუწყვეს 20 ივნისს ქართველ ახალგაზრდებს იმიტომ, რომ ვიღაცა არარაობა ჩამოვიდა საქართველოში და ის არ გააჩერეს. ელარჯის წელვის გამო რომ გააგდეს პოზნერი, იმ ქართველ ახალგაზრდებს როგორ მოექცნენ, ლავროვის შვილის გამო როგორ მოექცნენ ქართველ ახალგაზრდებს.

ყველა ქართველს მოვუწოდებ წარმოიდგინოს რუსეთის პრეზიდენტი რომ ამბობდეს ან მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ მოქალაქეზე რაღაცას, როგორ მოიქცეოდნენ" ამბობს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მის საჯარო გამოჩენას ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებას ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. მან საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა იმისთვის, რომ თბილისში გამართოს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი