მედიის ინფორმაციით, ჩინეთმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა

გამოქვეყნდა:

ჩინეთმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის,  ჯოზეფ ბორელის  ვიზიტი გააუქმა.  ოფიციალურ მიზეზად თარიღები სახელდება, თუმცა სხვა დეტალები უცნობია:

"სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ დაგეგმილი თარიღები მომავალ კვირაში აღარ არის შესაძლებელი და ჩვენ ახლა უნდა ვეძებოთ ალტერნატივა", - თქვა ევროკავშირის სპიკერმა ნაბილა მასრალიმ

შეგახსენებთ, რომ ბორელი პეკინში 10 ივლისს უნდა ჩასულიყო, რათა თავის ჩინელ კოლეგას შეხვედროდა და  "სტრატეგიული საკითხები" განეხილა.  მათ შორის ადამიანის უფლებები და რუსეთის ომი უკრაინაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი