
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის ახალი მთავრობის მოწვევით ბულგარეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ბულგარულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები და ზუსტი თარიღი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია. თუმცა მედია ვარაუდობს, რომ ვიზიტი ხუთშაბათს შედგება.