
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის ქვეყნის პერმიერმინისტრი გახდება.
მისი სურვილია, დაანგრიოს ცინიკური და ყალბი სისტემა და მოიშოროს "დამსხვრეული ოცნებების" მთავრობა.
გიორგი ვაშაძის მტკიცებით, "სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს ის კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა იხსნას პენსიონრები იმ მძიმე პირობებისგან რასაც ყოველდღიურად აწყდებიან. ამ თემაზე მან ამომრჩეველთან შეხვედრისას ისაუბრა.
მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ დავანგრიო ეს ცინიკური, ყალბი სისტემა, მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი და დავუბრუნებ საქართველოს ღირსებას და აღარავინ დადგება ისეთი გადაწყვეტილების წინაშე პური იყიდო თუ მედიკამენტები. მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი, რომ მოვიშოროთ ეს "დამსხვრეული ოცნებების" მთავრობა და უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ჩვენს მოხუცებს, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ წარმომადგენლებს, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ პირობს დებს, რომ მისი პრემიერმინისტრობის შემთხვევაში, პირველივე წლიდან 30%-ით შემცირდება მედიკამენტებზე ფასები, პენსიონერებს კი სესხებზე პროცენტი ჩამოეწერებათ. ვაშაძე ამბობს, რომ პენსია ყოველწლიურად ბიუჯეტის ზრდის მიხედვით უნდა გაიზარდოს.