ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება მტკიცე და საბოლოოა. ვინმეს, რომ კითხვის ნიშნები არ გასჩენოდა - უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ გზავნილს ვიდეომიმართვაც მიაყოლა. ზელენსკი პირადად გამოჩნდა კადრში და სიტყვასიტყვით გაიმეორა ის, რაც 24 საათის წინ საჯაროდ დაწერა -კრემლი, ქართული ოცნების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს და კიევი მიხეილ სააკაშვილის გადაცემას მოითხოვს.
მანამდე კი საქართველოს ელჩი სამშობლოშია გამოძევებული.
დიპლომატს ეს გადაწყვეტილება უკვე პირადადაც გააცნეს და მისთვის დროის ათვლაც დაწყებულია.
ოფიციალური კიევის წარმომადგენლები ხმამაღლა ადასტურებენ, რომ არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ყველგან იბრძოლებენ კრემლის წინააღმდეგ, საკუთარი საკუთარი თანამოქალაქეების დასაცავად.