
რუსეთის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი დღეს, 4 ივლისს "სამუშაო ვიზიტით" ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. რეშეტნიკოვს ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უმასპინძლა.
ოკუპანტი ქვეყნის მინისტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში "ტურისტული ინდუსტრიის" განვითარებაზე და მომსახურების სფეროს განვითარების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
რეშეტნიკოვი და ე.წ. ვიცეპრემიერი კრისტინა ოზგანი პიცუნდასაც ეწვივნენ, სადაც ოკუპანტების მტკიცებით უახლოეს მომავალში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.