საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და ისინი ერთად უნდა იდგნენ - დეგნანი

გამოქვეყნდა:

"მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია. არის ზეწოლა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოზე და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დიპლომატიური გზებით თუ პირადი საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ ეს ვითარება" [ ფორმულა] 

განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის თბილისში აბრუნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი