თელ-ავივში მამაკაცი მანქანით ჯერ ხალხს დაეჯახა, შემდეგ კი გამვლელი დაჭრა

გამოქვეყნდა:

თელ-ავივში მამაკაცი მანქანით ქვეითებს შეეჯახა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა და ერთ-ერთი გამვლელი ცივი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას  The jerusalem post  ავრცელებს. 

შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. 

თავად თავდამსხმელს, კი რომელიც პოლიციის ინფორმაციით, 20 წლის პალესტინელია,  სამოქალაქო პირმა ესროლა და მოკლა.

წინასწარი ვერსიით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი