უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე იტყობინება

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციები მოაწყოს:

„ოპერატიული ინფორმაციით, დღეს ZNPP-ის მესამე და მეოთხე ენერგობლოკის გარე სახურავზე ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი უცხო ობიექტები განთავსდა. მათმა აფეთქებამ არ უნდა დააზიანოს ელექტროსადგურები, მაგრამ შეიძლება შექმნას უკრაინიდან დაბომბვის სურათი. ამის შესახებ მასმედია და ტელეგრამის არხები დეზინფორმაციას ავრცელებენ“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

შეგახსენებთ,  2022 წლის 4 მარტიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსების კონტროლის ქვეშაა.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | ვითარება პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი