ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი ტერორისტულ ორგანიზაციად - ამის შესახებ განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა, რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა გააკეთა.
„დღეს, ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობა დასრულდა საბოლოო დეკლარაციის მიღებით, რომელშიც, ნათქვამია, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „ვაგნერ ჯგუფი“ რუსეთის მთავრობის სახელით შეიძლება სამართლიანად დავახასიათოთ, როგორც ტერორისტი"- წერს კრავჩუკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ დეკლარაცია შეიცავს მოწოდებას წევრი ქვეყნებისთვის, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, „ვაგნერისა“ და რუსეთის ტერორისტულ ორგანიზაციად და სახელმწიფო სპონსორად აღიარებისა და პასუხისმგებლობისთვის.
კრავჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ მრავალი ქვეყანა, მათ შორი, შეერთებული შტატები, რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს.