ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჯარს - გახარია შალვა ახალციხელის ტაძრის გახსნაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტი გიორგი გახარია ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის გახსნას დაესწრო და აღნიშნა, რომ ამ წმინდანის სახელობის ტაძრის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართულ ჯარს მფარველობს.

ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება, რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, - თქვა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი ახალციხეში ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად იმყოფება. ტაძრის გახსნაზე იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილიც. ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი