რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 231 700 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 5 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, 4 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 670 სამხედრო დაკარგეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 231 700;
  • ​ტანკი - 4 062;
  • ჯავშანტექნიკა - 7 917;
  • საარტილერიო სისტემა - 4 288;
  • სარაკეტო სისტემა - 656;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 395;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 309;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 614;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 264;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 865;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 598.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი