4 ივლისის საღამოს ბრიტანულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა NATO-ს საზღვრებთან ახლოს რუსული თვითმფრინავები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები ავრცელებს.
როგორც ბრიტანული მხარე განმარტავს, რუსული Tu-124-ის ტიპის თვითმფრინავი NATO-ს მიერ კონტროლირებად საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდა.
მათივე ცნობით, Tu-124-ს რუსეთის მატერიკისა და კალინგრადის რეგიონს შორის თან ახლდა ორი Su-30M-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი.