
კვორუმის არქონის გამო პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65 დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად სხდომა ვერ გაიხსნა. ოპოზიციას სურდა, რომ თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის გადადებულიყო, მმართველი გუნდს კი სხდომაზე საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არ ჰყავდა.
ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში არ არის იმდენი დეპუტატი, რომ მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას დღეს კვორუმი, ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან ჩვენი კოლეგები. შესაბამისად, მცდელობასაც ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას ეძახოდნენ საბოტაჟს და კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და გამოიყენეს ეს ინსტრუმენტი", - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ოპოზიციას უთხრა, რომ ივლისი იქნება თუ აგვისტო, პარლამენტში მისვლა და მუშაობა მოუწევთ.
"როდესაც ჩვენი კოლეგები, ჩამოვლენ უცხოეთიდან, ვინც ქვეყნის გარეთაა, როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც მორჩება - იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს. მერე რომ იხვწებოდით ხოლმე რაღაც შვებულებებს, შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით, როცა შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა".
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ თუ პოზიციის პოზიცია არ შეიცვლება არ მიმართავს მას რეგისტრაცია გაიაროს, და არც უმრავლესობიდან იქნება დასტური, რომ 76 ადამიანი იქნება დარბაზში, რეგისტრაცია აღარ ჩატარდება არც დღეს, არც ხვალ.