ვილნიუსში ნატოს სამიტის გადაწყვეტილება უკრაინელებს იმედს არ გაუცრუებს - ნაუსედა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით,  ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე შესაძლებელი იქნება უკრაინის წინაშე ისეთი ვალდებულებების შეთანხმება, რომელიც მას არ გაუცრუებს იმედს.

ნაუსედამ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში ჩასვლის შემდეგ, მიიღებს, ალბათ არა ყველაფერს, რასაც ელოდება, მაგრამ აუცილებლად ბევრს.

"მაქვს განცდა, რომ ჩვენ მაინც ვიპოვით იმ ფორმულირებებს, რომელიც უკრაინელებს იმედს არ გაუცრუებს და იმაზე მეტს იტყვის, ვიდრე მიჩვეული ვართ ხმამაღლა", - თქვა ნაუსედამ.

ნაუსედას სიტყვებით, წარმატება იქნება ის, რომ ვილნიუსის სამიტზე მონაწილეებმა თქვან მეტი, ვიდრე 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ითქვა. პრეზიდენტი განმარტავს, რომ ცალკეული სახელმწიფოები ვილნიუსში დამატებით მხარდაჭერის პაკეტებს ჩაიტანენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი