
5 ივლისის ძალადობრივი მივლენებიდან 2 წლისთავზეც დაუსჯელი არიან ორგანიზატორები, უშუალოდ ძალადობის ჩამდენი პირების უმრავლესობა კი ან მსუბუქ სასჯელს იხდის, ან უკვე თავისუფალია - აცხადებს "ევროპული საქართველო" გავრცელებულ განცხადებაში:
"2021 წლის 5 ივლისის ჟურნალისტებისა და აქტივისტების სასტიკი დარბრევიდან 2 წლის შემდეგ არა მხოლოდ ამ აღვირახსნილი ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დასჯილი, უშუალოდ ძალადობის ჩამდენი პირების უმრავლესობა კი ან მსუბუქ სასჯელს იხდის, ან უკვე თავისუფალია.
მეტიც, იგივე პირები კვლავ ღიად მოუწედებენ და აორგანიზებენ შემდგომ ძალადობას. ხელისუფლება პირდაპირ გამოხატავს, რომ ძალადობის პუტინისტი ორგანიზატორები მათი პოლოტიკური მანქანის ნაწილი არიან და პრემიერმინისტრის გზავნილები სრულ თანხვედრაშია მათთან.
ხელისუფლების მიერ კულტივირებული ძალადობრივი აქტები ყოველდღიურობად იქცა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში ქართული ოცნების კურთხევით არაერთი ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა.
ეს ყველაფერი მთავრობის და მათთან დაკავშირებული ჯგუფების შავრაზმული, შუასაუკენეობრივი სიძულვილის და მუქარის ფონზე მიმდინარეობს - ლევან ბერძენიშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და გირჩი მეტი თავისუფლების ახალგაზრდული ბანაკი, მიშა მშვილდაძე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კასპში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ეს არი რეჟიმის სამიზნეთა არასრული სია.
ძალადობრივი პოგრომიდან 2 წლის თავზე კი კვლავ უსაფრთხოების მყისიერი გამოწვევების წინაშე დგანან პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები და მონაწილეები. ივანიშვილის რეჟიმი ამ თემას ჩვენი ქვეყნის დასავლეთისგან იზოლირებისთვის და რუსეთის წინაშე მარტო დატოვებისთვის იყენებს." ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.