
მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
„ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური დევნა მიუღებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ სამართლიანობის უპირატესობა პოლიტიკურ ინტერესებზე“, - ნათქვამია ნიკუ პოპესკუს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.