
კიევში, შევჩენკოვის სასამართლოში აფეთქება მოხდა - ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერია ცნობილი.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ბრალდებულმა სამი ყუმბარა ააფეთქა, ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 2015 წელს რადას მახლობლად ტერორისტული აქტის ჩაიდინა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი, სპეცრაზმი და კინოლოგები არიან მობილიზებული.