5 ივლისი - ჟურნალისტების დარბევიდან 2 წლის შემდეგაც, მთავარი მოძალადეები დაუსჯელები არიან

გამოქვეყნდა:

2 წელი 5 ივლისის სისხლიანი დარბევიდან. მოძალადეები და ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან. კანონმა და სამართალმა რადიკალების შემთხვევაში არ იმუშავა, მიზეზი გასაგებია - ოცნება საკუთარ თავს ვერ დასჯიდა და ციხისთვის ვერც იმ მოძალადეებს გაწირავდა, რომლებიც მისი მოკავშირეები არიან და ახლა მათი საჭიროება გაცილებით უფრო დიდია - წინ 2024 წლის არჩევნებია და ოცნებას ყველაზე მეტად ის დაჯგუფება სჭირდება, რომელიც მედიას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას სადამსჯელო ოპერაციას უწყობს. 

52 დაზარალებული ჟურნალისტი და გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავა - ასეთია სისხლიანი 5 ივლისის შედეგი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 წლის თავზეც ამტკიცებს, რომ ორგანიზატორების გამოსავლენად თუ  დასასჯელად მტკიცებულებები არ ეყოთ. მაგრამ სინამდვილეში გომელაურის უწყებას არ ეყო პოლიტიკური ნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი