ტერორი ხელისუფლების დაკვეთით - ჟურნალისტური გამოძიება და ახალი ფაქტები ადასტურებს, რომ "ფორმულას" ერთ ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა დიდი ალბათობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებულია.
კადრებში, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიიდან არის ამოღებული, ნათლად ჩანს რომ ჟურნალისტზე ანგარიშსწორების ადგილზე სწორედ სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ ადგილზევე ხელმძღვანელობენ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე დუმს - განმარტებებს არ აკეთებს არც ქართული ოცნება.
სუს-ის თანამშრომელი გიორგი მუმლაძე, რომელიც თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილედ სახელდება, ხაშურში, სადაც რეგისტრირებულია, მეზობლობაც ამოიცნეს. "მთავარ არხთან" ისინი ამბობენ, რომ სუს-ის თანამშრომელია მუმლაძის მამაც.