უკრაინა ✊ლვოვზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლიგამოქვეყნდა: ხუთშაბათი, 6 ივლისი, 2023 - 08:08
უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავდა 4. თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.