რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 232 300 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 6 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, 5 ივლისს ოკუპანტებმა კიდევ 600 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 6 ტანკი, 22 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 232 300;
  • ​ტანკი - 4 068;
  • ჯავშანტექნიკა - 7 932;
  • საარტილერიო სისტემა - 4 310;
  • სარაკეტო სისტემა - 657;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 404;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 309;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 635;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 264;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 888;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 605.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი