სამხრეთ მექსიკაში ავტობუსში ხევში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
როგორც Reuters წერს, ავტობუსი ქალაქ მეხიკოდან სამხრეთ ოახაკას შტატის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა ტრანსპორტის გაკონტროლება ვეღარ შეძლო და გზიდან გადავიდა.
მათივე ცნობით, დაახლოებით 14 დაშავებული ქალაქ ტლაქსიაკოს საავადმყოფოში მოათავსეს, ხუთი მათგანი კი შტატის დედაქალაქ ოახაკა-დეხუარესში გადაიყვანეს.