"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს, რომელსაც ჩეჩნეთში თავს დაესხნენ ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა აქვს

გამოქვეყნდა:

რუსული ოპოზიციური გამოცემის "ნავაია გაზეტას" ჟურნალისტმა, ელენა მილაშინამ, ტვინის დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს. 

ეს ხდება მას შემდეგ, რაც 4 ივლისს, მას და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს, აეროპორტიდან გროზნოში მიმავალ გზაზე თავს დაესხნენ. ნიღბიანმა პირებმა მანქანა გააჩერეს და ორივე სასტიკად სცემეს, გაანადგურეს ტექნიკა და დოკუმენტები. ჟურნალისტი და უფლებადამცველი ზარემა მუსაევას საქმის სასამართლო პროცესზე მიდიოდნენ.

როგორც სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, ჟურნალისტს აღენიშნება დახურული კრანიოცერებრალური ტრავმა, (ტვინის შერყევა) ხელების ძვლების 14-მდე მოტეხილობა და მრავლობითი სისხლჩაქცევა. დასკვნის მიხედვით, ჟურნალისტის მდგომარეობა სტაბილურია. 

თავდასხმასთან დაკავშირებით, ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მომხდარიდან თითქმის ორი დღის დაგვიანებით დაიწყო. კომიტეტმა საქმე ჯანმრთელობისთვის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებების მიყენების მუხლით აღძრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი