უკრაინული მხარის ცნობით, ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, დაშავა 32 ადამიანი. რუსეთის იერიშმა დააზიანა 30-მდე სახლი და ორმოცდაათამდე მანქანა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი მაქსიმ კოზიცკი ამბობს, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილები.
"პირდაპირი დარტყმა იმ სახლზე, სადაც ხალხი ცხოვრობდა. 4 გარდაცვლილი, 32 დაშავებული, 13 საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის. ჩვენ უფრო მეტ ადამიანს ვეძებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება ხალხი იყოს", - დაწერა მან.
კოზიცკიმ განმარტა, რომ ოკუპანტებმა მთავარი დარტყმა მიაყენეს საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს - ეს სახლი ფაქტობრივად დაინგრა და მის მახლობლად 6 სახლი კრიტიკულად დაზიანდა.