
„ის რაც გუშინ ბათუმი არენაზე ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს „რუსული ოცნების“ რუსული პოლიტიკის წარმოების გაგრძელებას" - განაცხადა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ახალგაზრდული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იგორ ნარმანიამ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ბათუმელი აქტივისტი ფეხბურთის სტადიონზე არ შეუშვეს იმიტომ რომ მას ეცვა მაისური წარწერით "რუსეთი ოკუპანტია".
"მოვუწოდებ ახალგაზრდებს, ჩვენს თანატოლებს ახლა არის ყველაზე მეტად ეროვნული კამპანიის და ეროვნული ერთიანობის დრო ,რადგან „რუსულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს ჩვენი გარუსება. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, თხოვნით მივმართავ, რომ აუცილებლად შემდეგ მატჩებზე იქნება ეს თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ვიმოძრაოთ ანტისაოკუპაციო სიმბოლიკიანი მაისურებით თუ ნივთებით, რადგან არ დავემორჩილოთ იმ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას, რასაც „რუსული ოცნება" აწარმოებს და ამას არქმევს ვითომ არ გაღიზიანების პოლიტიკას" თქვა ნარმანიამ.