Threads — Meta-მ "ტვიტერის" კონკურენტი აპლიკაცია გაუშვა

გამოქვეყნდა:

ოთხშაბათს Meta-მ ოფიციალურად გაუშვა "ტვიტერის" კონკურენტი აპლიკაცია - Instagram Threads. პირველივე რამდენიმე საათში ის უკვე მილიონობით მომხმარებელმა ჩამოწერა. Facebook წლების განმავლობაში ცდილობდა Twitter-ისთვის კონკურენციის გაწევას მრავალი გზით, თუმცა Facebook-ის მშობელი კომპანია Meta-ს მხრიდან ეს ალბათ ყველაზე დიდი დარტყმაა. 

Threads გამიზნულია შესთავაზოს მომხმარებლებს სივრცე რეალურ დროში ონლაინ საუბრებისთვის, ფუნქცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო Twitter-ის გაყიდვის მთავარი წერტილი. ამის გარდა აპლიკაციას "ტვიტერთან" სხვა ბევრი საერთოც აქვს.

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ Threads-ის ხედვაა შექმნას მეგობრული საჯარო სივრცე საუბრებისთვის. 

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ იმას, რასაც Instagram აკეთებს საუკეთესოდ და შევქმნით ახალ გამოცდილებას ტექსტის, იდეებისა და იმაზე მსჯელობის გარშემო, რაც თქვენს გონებაშია", - თქვა ცუკერბერგმა.

მან დაწერა, რომ პირველ ოთხ საათში აპლიკაციაში 5 მილიონმა მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია.

"Twitter-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედია ჩვენ გავაკეთებთ", -  წერს ცუკერბერგი Threads-ზე. 

"მეტამ" თქვა, რომ Threads-ში შესაძლებელი იქნება პოსტის გამოქვეყნება 500 სიმბოლოს ლიმიტით. აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის 100 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებლებს სთხოვენ დააკავშირონ თავიანთი "ინსტაგრამის" გვერდი, მიჰყვნენ იმავე ანგარიშებს, რომლებსაც უკვე "აფოლოვებენ" Instagram-ზე. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ როგორც საჯარო, ისე დახურული პროფილი. აპლიკაცია გთავაზობთ Threads-დან პოსტების პირდაპირ Instagram Stories-ში გაზიარების შესაძლებლობას. დადასტურებული Instagram ანგარიშები ასევე ავტომატურად მოწმდება Threads-ზე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი