მამუკა წოწერიამ ზუგდიდს ბოტანიკურის დირექტორად კლასელი დანიშნა - მერმა ააიპებში შტატებიც დაამატა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ კლასელები, უახლოესი მეგობრები და "ქართული ოცნების" პარტაქტივი ააიპებში დაასაქმა. 2 კვირის წინ, წოწერიამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის 14-ვე ააიპიში საშტატო ერთეულები გაიზარდა. ყველა მათგანს მინიმუმ 5 ახალი შტატი დაემატა, სადაც "ოცნების" კოორდინატორები და ის ადამიანები დანიშნეს,  რომლებიც არჩევნების დროს საარჩევნო უბნების დარბევაში, ამომრჩევლებისთვის პირადობების მოტყუებით ჩამორთმევასა და ხელისუფლების დაორგანიზებული აქციების მონაწილეები იყვნენ და ცოცხებს არიგებდნენ.

მაგალითისთვის - არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორად დაინიშნა შალვა აგუმავა რომელიც მამუკა წოწერიას კლასელი და ნათელმირონია; ამავე ბოტანიკური ბაღის დაცვის უფროსად დანიშნა "ოცნების" დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ძმა. ოპოზიციის ინფორმაციით, ის მეტადონის პროგრამაშია ჩართული, თუმცა ბოტანიკურის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამჟამად ეს ასე არაა.

ბოტანიკურ ბაღში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადაიყვანეს ზუგდიდის მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას ცოლი, რომელიც იქამდე ბიბლიოთეკის ააიპში მუშაობდა, თუმცა სავარაუდოდ იმის გამო რომ ბოტანიკურში ხელფასი გაცილებით მაღალია, მან სამსახური შეიცვალა.

გიდად დაინიშნა "ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ჩიქოვანის რძალიც.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი