რუსული მედია "იზვესტია" წერს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პეტერბურგის სახლში, ასევე, ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია სხვადასხვა ფერის პარიკები, წვერ-ულვაში, ყაბლი პასპორტები, ოქროს ზოდები.
"იზვესტია" წერს, რომ პასპორტებში მითითებული პირებიდან სულ მცირე ორი რეალურია. მედია ამბობს, რომ ერთ-ერთი დიმიტრი გეილერია, რომელმაც უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, მეორე ვლადიმერ ბობროვი, აგრესიული იყო და თქვა, რომ არაფერს იტყოდა.
გამოცემა წერს, რომ სახლში პრიგოჟინს აქვს პირადი სამედიცინო კაბინეტი, რომელიც სრულფასოვან საავადმყოფოს ჰგავს.
გარდა ამისა, სახლში, ჩვეულებრივ ჩანთაში ნახეს სულ მცირე 500 000 დოლარი, ევროს ბანკნოტები ცალკე იყო შეფუთული. ასევე ნაპოვნია დაახლოებით 5 კგ ოქროს ზოდები.
5 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის სახლის ჩხრეკისას იპოვეს იარაღი და ვაზნები.