საგარეჯოში, "ოცნების" პარტაქტივმა "მთავარი არხის" კამერა დააზიანა. მოძალადეები ისვრიან ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს. ქვა მოხვდა "მთავარის" ჟურნალისტს, ია გულიაშვილსაც. ისინი გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდნენ მუშაობაში, აგრესიულები იყვნენ ოპერატორის მიმართ, რომელსაც კამერაზე ხელს აფარებდნენ, დააზიანეს კაბელი.
საგარეჯოში ამ წუთებში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. იქ "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენლების შეხვედრა იგეგმებოდა პენსიონერებთან, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლების მისვლამდე, "ოცნების" პარტაქტივი მობილიზდა. პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
ავტორი: ია გულიაშვილი