შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის - მაჭარაშვილი დავით არახამიას

გამოქვეყნდა:

დავით არახამიას პასუხს ირაკლი კობახიძისთვის, "ოცნების" სატელიტი "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება და "შეახსენებს" მას, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა "არახამია და ზელენსკი". 

"ჩაიხედოს კონსტიტუციაში ან მიმართოს მეგობრებს, რა წერია ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების არის ხალხი, ბატონო არახამია და არა ზელენსკი და არახამია, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. საქართველოში ხელისუფლებას შეცვლის და აირჩევს საქართველოს საზოგადოება. შენ რომ გაიქეცი ქვეყნიდან და აქ დარჩა ხალხი, ვინც დღემდე იბრძვის და მშვიდობიანად ჩვენ ამას დავაბრუნებთ, ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა ადამიანები აქ დარჩნენ. ამიტომ, არა მგონია რომ ეს მაინც და მაინც გწყენოდა, რაც კობახიძემ თქვა, რომ უსამშობლო ადამიანია, მაგრამ უბრალოდ პასუხის გაცემა გინდოდა და ეს არ გამოგივიდა. ის აფხაზეთი, საიდანაც ხარ და საიდანაც ამბობ, რომ იქ არის სამშობლო, იმ აფხაზეთში და აფხაზების დასახოცად მოუწოდებ შენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ ჯარს და ამიტომაც გიწოდა კობახიძემ უსამშობლო", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დავით არახამიას "უსამშობლო" უწოდა. კობახიძეს არახამიამ განცხადებით უპასუხა  - "შენნაირი კოლაბორანტების დამსახურებით დავკარგე სახლი ჩემს სამშობლოში" - წერს არახამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი