
უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. ზაქარაშვილი თბილისში სავარაუდოდ უახლოეს საათებში დაბრუნდება, თუმცა მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმაც უკვე დაადასტურეს, რომ კიევიდან გამოშვებულ საქართველოს ელჩთან კონსულტაციებს არ გამართავენ, შესაბამისად გაურკვეველია როგორ გაგრძელდება უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა.
უკრაინის ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა საქართველოს ელჩის მიმართ იყო საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატს ქვეყნის დატოვების განკარგულება 48 საათში, 3 ივლისს მისცა - "რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს" - თქვა ზელენსკიმ.